"ჰამასი“ აცხადებს, რომ კიდევ ორი ​​მძევალი გაათავისუფლა. ინფორმაციას CNN „ჰამასის“ სპიკერის, აბუ ობაიდაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მძევლების გათავისუფლება კატარისა და ეგვიპტის შუამავლობის შედეგად მოხდა.

„მათი გათავისუფლება გადავწყვიტეთ ჰუმანიტარული და ჯანმრთელობის მიზეზების გამო“, – თქვა აბუ ობაიდამ.

მედიის ინფორმაციით, მძევლები ისრაელის მოქალაქეები იყვნენ, სავარაუდოდ ორივე მძევალი ქალია.

მანამდე, 20 ოქტომბერს „ჰამასმა“ ამერიკის ორი მოქალაქე გაათავისუფლა.