"ჰამასის" თავდასხმის შემდეგ გაუჩინარებული ქართველი ებრაელი ახალგაზრდა ქალი თამარ გოლდბერგი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი და, მარიამ გოლდბერგი ავრცელებს.

"14 დღის შემ­დეგ ღმერ­თმა წა­მარ­თვა იმე­დი, რაც მქონ­და. დღეს გვი­თხრეს, რომ თამი ხოც­ვა-ჟლე­ტის დროს ცივ­სის­ხლი­ა­ნად მოკ­ლეს. ჩვენ ვერ ვნა­ხავთ მის მთლი­ან სხე­ულსყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თე, გპირ­დე­ბი, ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თე. ალ­ბათ ზედ­მე­ტად სუფ­თა იყა­ვი ამ სა­ში­ნე­ლი სამ­ყა­როს­თვის. სამუ­და­მოდ დაგვტო­ვე გულ­ში. ბო­დი­ში, რომ მო­გი­წია ჯო­ჯო­ხე­თის გავ­ლა და თუ შე­ვა­ჯა­მებ ერთ წი­ნა­და­დე­ბა­ში"შენ იცხოვ­რე ერთი წა­მით, ბოლო მომენ­ტამ­დე"

მიყ­ვარ­ხარ ჩემო დაო და არა­სო­დეს და­გი­ვი­წყებ. დაკ­რძალ­ვა კვი­რას გა­ი­მარ­თე­ბა...“ - წერს დაღუპული ქალის და სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, თამარს 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ ეძებდნენ. ის სწორედ იმ მუსიკალურ ფესტივალს ესწრებოდა, სადაც "ჰამასმა" ორი კვირის წინ, გასართობად  შეკრებილ ასეულობით ადამიანზე სასტიკი თავდასხმა განახორციელა.