ამის შესახებ ინფორმაციას „საფრანგეთის საერთაშორისო რადიო“ (RFI) ავრცელებს.

გვინეა-ბისაუში, 2025 წლის 26 ნოემბერს, ოთხშაბათს, პრეზიდენტის სასახლის მახლობლად, შუადღისას, სროლის შემდეგ, სამხედრო ოფიცრებმა, რომლებიც საკუთარ თავს „წესრიგის აღდგენის უმაღლეს სამხედრო სარდლობას“ უწოდებენ, განაცხადა, რომ ქვეყანაზე კონტროლი შემდგომ შეტყობინებამდე აიღეს და საზღვრები ჩაკეტეს. პრეზიდენტმა უმარო სისოკო ემბალომ დაადასტურა მისი დაპატიმრება და ჩამოგდება. ძალაუფლების ეს ხელში ჩაგდება მოხდა კვირას, 23 ნოემბერს ჩატარებული საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოცხადების წინა დღეს.

პრეზიდენტის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გენერალმა დენის ნ’კანიამ, შეიარაღებული ძალების შტაბ-ბინაში წაკითხულ განცხადების თანახმად, სამხედროებმა შეაჩერეს მიმდინარე საარჩევნო პროცესი (რაც საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების შედეგებს გააუქმებს) და მედია პროგრამები.

ოფიცრებმა ასევე მოუწოდეს მოსახლეობას „სიმშვიდის შენარჩუნებისკენ“ და საზღვრების დახურვის შესახებ განაცხადეს.

პრეზიდენტმა ჰუმარო სისოკო ემბალომ, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში იყო დაკარგული, დაადასტურა დაკავება.

„მე მართლაც ჩამომაგდეს. ბევრს ვერაფერს ვიტყვი, თორემ ტელეფონს ჩამომართმევენ. ახლა შტაბ-ბინაში ვარ“, - განუცხადა მან France 24-ს.

ოდნავ ადრე ჟურნალ Jeune Afrique-ში გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ სახელმწიფოს მეთაურმა პირადად დაუკავშირდა გამოცემას და განმარტა, რომ იგი პრეზიდენტის სასახლეში, მის კაბინეტში, შუადღისას დააკავეს.

პრეზიდენტის თქმით, ასევე დააკავეს შინაგან საქმეთა მინისტრი ბოჩე კანდე და მაღალი რანგის სამხედრო პირები - შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი და მისი მოადგილეები, გენერლები ბიაგე ნა ნტანი და მამადუ ტურე.

გამოცემა წერს, რომ პრეზიდენტმა ემბალომ უარყო მასზე ძალადობა (სავარაუდოდ, იგულისხმება ფიზიკური ძალადობა - „აიპრესი“) და არმიის შტაბის უფროსი გადატრიალების ორგანიზებაში დაადანაშაულა.

„RFI“-ის წყაროს ცნობით, ქუჩებში ამჟამად სიწყნარეა და პრეზიდენტის გვარდიის დანაყოფები სასახლისკენ მიმავალ სტრატეგიულ მარშრუტებს აკონტროლებენ.

ჩვენი წყაროების ცნობით, ოპოზიციის წარმომადგენლები დომინგოს სიმოეს პერეირა და ფერნანდო დიას და კოშტა (პრეზიდენტობის კანდიდატი) დააკავეს და ბისაუს საჰაერო ბაზაზე იმყოფებიან.

ეს მოვლენები კვირას, 23 ნოემბერს ჩატარებული საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები გვინეა-ბისაუში კვირას, 23 ნოემბერს, გაიმართა. არჩევნების შემდეგ ორივე კანდიდატი (მოქმედი პრეზიდენტი ჰუმარო სისოკო ემბალო და ოპოზიციის კანდიდატი ფერნანდო დიას და კოშტა) თავს გამარჯვებულად აცხადებდა.

წინა, 2019 წლის არჩევნების შემდეგ ქვეყანაში რამდენიმეთვიანი კრიზისი მას შემდეგ წარმოიქმნა, რაც ჰუმარო სისოკო ემბალომ და მისმა კონკურენტმა, დომინგოს სიმოეს პერეირა, ერთდროულად განაცხადეს გამარჯვების შესახებ. ასევე აღსანიშნავია, რომ ორჯერ, 2022 და 2023 წლებში, ემბალომ სამხედრო გადატრიალების და მისი გადაყენების შესახებ განაცხადა.