ასეთი განცხადება გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა, იენს-ფრედერიკ ნილსენი, ახლახან დასრულებულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

ნაალაკერსუისუტი (გრენლანდიის პრემიერ-მინისტრის კაბინეტი - „აიპრესი“) მკაფიოდ აცხადებს, რომ არ ვართ არ ვართ კმაყოფილი ამჟამინდელი სიტუაციით. დავიღალეთ მედიასთან საუბრით - კმარა! გვსურს ნაყოფიერი თანამშრომლობის განახლება, გვსურს, რომ აღდგეს პირდაპირი კომუნიკაციის არხები გრენლანდიას და  აშშ-ს შორის, გვსურს აშშ-სთან და ნატოსთან თანამშრომლობის გაძლიერება, განაცხადა პრესკონფერენციაზე გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა იენს-ფრედერიკ ნილსენი.

„გრენლანდიასა და შეერთებულ შტატებს შორის ყოველთვის კარგი თანამშრომლობა იყო და ეს თანამშრომლობა უნდა აღდგეს“. მე „კარგად მესმის, რომ ზოგიერთი გრენლანდიელი შეშფოთებულია ტრამპის განცხადებებით ვენესუელაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით“, მაგრამ „ჩვენი ქვეყნის შედარება ვენესუელასთან არ შეიძლება. ჩვენ დემოკრატიული სახელმწიფო ვართ. ასე იყო მრავალი, მრავალი წლის განმავლობაში“, - განაცხადა იენს-ფრედერიკ ნილსენმა.

„ჩვენ არ ვართ ისეთ სიტუაციაში, სადაც შეგვიძლია განვიხილოთ ქვეყნის შესაძლო ხელში ჩაგდება ერთ ღამეში“, -  ამბობს ის, თუმცა, თვლის, რომ გრენლანდიამ უნდა სცადოს ამერიკელებთან კარგი თანამშრომლობის აღდგენა.

„ამიტომ ვამბობთ, რომ გვინდა კარგი თანამშრომლობა. და სტატუს-კვოს დაბრუნება“, -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

დანიის პრესის თქმით, აღსანიშნავია, რომ დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიკსენი განსაკუთრებით უსვამს ხაზს გრენლანდიასთან თანამშრომლობას, ხოლო გრენლანდიის პრემიე-მინისტრი იენს-ფრედერიკ ნილსენი - არა.