სამტრედიის მუნიციპალიტეტში დაბადებული ახალშობილების ოჯახებს ერთჯერადად 2 000 ლარი გადაეცემათ.
პირველად, სწორედ ამ წლიდან, სამტრედიის მუნიციპალიტეტში ყველა ახალშობილზე გაიცემა 2 000 ლარის ოდენობის ერთჯერადი დახმარება.
როგორც სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ განაცხადა, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში დაწესებული ფულადი დახმარება წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს ახალგაზრდა ოჯახების მხარდაჭერისა და დემოგრაფიული პოლიტიკის გაძლიერების მიმართულებით.
დავით ბახტაძემ ახალშობილის ოჯახის სამტრედიის მუნიციპალიტეტის შენობაში უმასპინძლა და ერთჯერადი ფულადი დახმარება გადასცა.




