შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში შემოტანის ბრალდებით - 1964 წელს დაბადებული ნ.დ. დააკავეს.

სამართალდამცველებმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ბრალდებულის ხელბარგის შემოწმებისას,  420 აბი ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.- ნათქვამია უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში.