საფრანგეთის ლიგა 1-ში მეჩვიდმეტე ტური დასრულდა.
პარიზულ დერბისი „პარი სენ-ჟერმენმა“ „პარიზი“ 2:1 დაამარცხა.
ხვიჩა კვარაცხელია მინდორზე არ გამოსულა.
„პარი სენ-ჟერმენი“ - „პარიზი“ 2:1(1:0)
გოლები: 45' დეზირე დუე 1:0, 51' ვილემ გებელსი, თერთმეტმეტრიანიდან 1:1, უსმან დემბელე 2:1
„მეცმა“ „ლორიენთან“ გასვლაზე ფრედ დაასრულა შეხვედრა.
გიორგი წიტაიშვილი (Flashscore - 6,9) 84-ე წუთზე შეცვალეს. გიორგი აბუაშვილს არ უთამაშია
„ლორიენი„ - „მეცი“ 1:1(0:1)
გოლები: 29' სადიბუ სეინი 0:1, 73' ბამბა დიენგი 1:1




