24 აპრილის ღამის საათებში ოკუპანტებმა ხარკოვი დაბომბეს. არსებული ინფორმაციით, საჰაერო იერიშის შედეგად დაზიანდა გაზსადენი და რვა შენობა, მათგან სამი საცხოვრებელი კორპუსი და ორი ოფისი. ასევე, ქალაქის მერის, იჰორ ტერეხოვის თქმით, დაშავებულია ორი ადამიანი.

უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალებმა თავდასხმის შესახებ მოსახლეობა პირველად 0:35 საათზე გააფრთხილა.

ხარკოვის მერის თქმით, ოკუპანტებმა S-300 ტიპის ორი რაკეტა გამოიყენეს.  ტერეხოვმა ასევე აღნიშნა, რომ მიმდინარეობს გაზსადენის აღდგენის სამუშაოები, რათა ქალაქის ნაწილს ბუნებრივი აირი კვლავ მიეწოდოს.