რუსეთმა უკრაინაზე მორიგი სარაკეტო იერიში მიიტანა. დნეპროპეტროვსკის ოლქში დაიღუპა, სულ მცირე, 8 ადამიანი.

ადგილობრივი ხელისუფლების წინასწარი მონაცემებით, ქალაქ დნიპროში დაიღუპა 2, ხოლო ქალაქ სინელნიკოვოში 6 ადამიანი. ამ ქალაქებსა და კრივოი-როგში დაჭრილია 20-მდე ადამიანი.

დნეპროპეტროვსკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის მონაცემებით, დაზიანებულია მრავალბინიანი და კერძო სახლები.