გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უკრაინის მხარდაჭერის გამო, კრემლის მუქარები მათთვის სიახლე არ არის და არ მისცემენ დაშინების უფლებას.
ამის შესახებ „დოიჩე ველე“ წერს.
„მსგავსი მუქარა ახალი არ არის. ჩვენ მათ ვითვალისწინებთ და არ მივცემთ უფლებას, რომ დაგვაშინონ“, – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.
თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა კი აღნიშნა, რომ უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარების „მაქსიმალური უსაფრთხოების“ უზრუნველსაყოფად, „მუდმივი მუშაობა“ მიმდინარეობს
„ბუნებრივია, ჩვენ ვახდენთ ჩვენი ქმედებების კოორდინაციას ჩვენს უკრაინელ პარტნიორებთან მიწოდების უსაფრთხოების საკითხებში“, – აცხადებს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა.
„დოიჩე ველე“ აღნიშნავს, რომ გერმანიისთვის ლაიფციგის აეროპორტის ინციდენტის ფონზე, სადაც უკრაინული სატვირთო თვითმფრინავის სიახლოვეს სავარაუდოდ რუსული ასაფეთქებლით აღჭურვილი დრონი აღმოაჩინეს, განსაკუთრებით საყურადღებოა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის მიერ გაჟღერებული მუქარა, რომ ამკაცრებენ მეთოდებს, რათა გაანადგურონ ყველაფერი, რაც სამხედრო მხარდაჭერას უწევს უკრაინას.











