დასავლეთ გერმანიაში, ტყის მასივში გაჩენილი ძლიერი ხანძრის გამო, საგანგებო სამსახურებმა მოსახლეობის მასშტაბური ევაკუაცია დაიწყეს. ცეცხლის სწრაფი გავრცელების საფრთხის გამო, უსაფრთხოების მიზნით, სულ მცირე 2 000 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.
ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამაშველო სამსახურების წარმომადგენელთა განცხადებით, მეხანძრე-მაშველები სტიქიასთან ბრძოლას უკვე რამდენიმე საათია, გაძლიერებულ რეჟიმში აგრძელებენ. ევაკუირებული მოსახლეობა დროებით თავშესაფრებშია გადაყვანილი.
ხანძრის გავრცელებას ხელს უწყობს ძლიერი ქარი და რეგიონში არსებული ხანგრძლივი სიმშრალე. მეხანძრეები ცდილობენ ცეცხლის ალყაში მოქცევას, რათა თავიდან აიცილონ მისი გადასვლა საცხოვრებელ უბნებზე. ადგილზე მობილიზებულია ათობით სახანძრო მანქანა და სპეციალური ტექნიკა.
სამართალდამცავი ორგანოები ხანძრის გამომწვევ მიზეზებს იძიებენ. ამ დროისთვის დაზარალებულთა შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება.




