გერმანიის კანცლერის ასარჩევად ბუნდესტაგში ხმის მიცემის მეორე ტური დღეს გაიმართება. ინფორმაციას The Guardian "ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის" საპარლამენტო ფრაქციის ლიდერ, იენს შპანზე დაყრდნობით ავრცელებს.
"ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის" წევრი ენს შპანი მოუწოდებს კანონმდებლებს, გამოიჩინონ პასუხისმგებლობა და მხარი დაუჭირონ კოალიციის კანდიდატს
გერმანიის კანცლერობის კანდიდატმა, ფრიდრიხ მერცმა ბუნდესტაგში გამართულ პირველ კენჭისყრაზე კანცლერობისთვის საჭირო ხმათა რაოდენობა ვერ მიიღო.
ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერს ბუნდესტაგში მხარი 310-მა პარლამენტარმა დაუჭირა, კანცლერობის პოსტზე დამტკიცებას კი 316 ხმა სჭირდება.
თუ ხმის მიცემის მეორე რაუნდიც ვერ გამოიღებს შედეგს, არჩევნების პროცესი მესამე ფაზაში შედის, რაც დაუყოვნებლივ ახალი არჩევნების ჩატარებას გულისხმობს. პირი, რომელიც მიიღებს ხმათა უდიდეს რაოდენობას, კანცლერად აირჩევა.