გერმანიის "სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ" და "ქრისტიანულ-დემოკრატიულმა კავშირმა" კოალიციურ შეთანხმებას ხელი ოფიციალურად მოაწერეს. ამის შესახებ Spiegel წერს. 

დოკუმენტის ხელმოწერით, რომელიც ვადამდელი არჩევნებიდან 10 კვირის შემდეგ მოხდა, საბოლოოდ დადასტურდა ახალი მთავრობის ფორმატი. ეს იქნება გერმანიის ისტორიაში მეხუთე კოალიცია ამ შემადგენლობით.

"ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის" ლიდერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ პარტიები "მუშაობას პირველივე დღიდან დაიწყებენ".

"კოალიციური შეთანხმება, რომელსაც დღეს ვაწერთ ხელს, ნათლად აჩვენებს ჩვენს სურვილს ვიმუშაოთ სერიოზულად, ფოკუსირებულად, პრობლემების გააზრებით", – განაცხადა მერცმა.