გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ბუნდესტაგში გამოსვლისას განაცხადა, რომ წელს უკრაინა Patriot-ის მეორე საჰაერო თავდაცვის სისტემას მიიღებს.
"ეს ყველაფერი უკიდურესად აუცილებელია, რადგან რუსეთმა ახლა თავისი ეკონომიკა მთლიანად ომის სამსახურში ჩააყენა. რუსული იარაღის წარმოება მთელი სიმძლავრით მუშაობს." - თქვა მან.
შოლცმა აღნიშნა, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და გერმანიის მიერ დაპირებული Patriot-ის მეორე საჰაერო თავდაცვის სისტემა წელს განთავსდება უკრაინაში.
მისივე თქმით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ჯავშანტექნიკა, საბრძოლო მასალა და ზამთრის ტანსაცმელი გადაეცემა, ასევე ელექტროენერგიის გენერატორები ენერგოდეფიციტის დასაძლევად.
ჯერ კიდევ ოქტომბერში, გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ისინი უკრაინას დამატებით Patriot-ის და IRIS-T-ს სისტემებს გაუგზავნიან, მაგრამ არ დაუკონკრეტებია მათი გაგზავნის ვადები.
ნოემბერში, კიევში გერმანიის ელჩმა მარტი იეგერმა განაცხადა, რომ ზამთარში უკრაინა კიდევ ერთ Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემას მიიღებს გერმანიიდან.