გერმანია უკრაინას დამატებით Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემებს გაუგზავნის. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
"კარგი ამბავია გერმანიიდან – ზუსტად ის, რაზედაც შევთანხმდით ოლაფ შოლცთან. არსებობს დამატებითი Patriot-ის სისტემები. ეს აუცილებლად დაგვაახლოებს უკრაინისთვის სრულფასოვანი საჰაერო ფარის შექმნასთან. ეს დაეხმარება ხალხს, ქალაქებს, სოფლებს”, – განაცხადა ზელენსკიმ.