ესპანელმა მსახიობმა პენელოპა კრუსმა გამოცემა Net-a-Porter-თან ინტერვიუში ტრავმული ეპიზოდი გაიხსენა, რომელიც მისი ახალი ფილმის, La Bola Negra-ს გადაღებების დროს მოხდა. რეჟისორების, ხავიერ კალვოსა და ხავიერ ამბროსის ფილმის პრომოკამპანიის ფარგლებში საუბრისას, ვარსკვლავმა აღნიშნა, რომ ერთ-ერთი სცენის გადასაღებად ემზადებოდა, როდესაც მოულოდნელად ექიმისგან ზარი მიიღო.

ექიმმა მსახიობს აცნობა, რომ მას, სავარაუდოდ, ტვინის ანევრიზმა ჰქონდა — დიაგნოზი, რომელიც კრუსს იმ მომენტში სასიკვდილო განაჩენად მოეჩვენა. მიუხედავად პანიკისა და შოკისა, მან მოახერხა ცივი გონების შენარჩუნება, რადგან საბოლოო პასუხისთვის დამატებითი გამოკვლევები იყო საჭირო, მანამდე კი გადასაღებ მოედანზე რთული სცენა ელოდებოდა.
მოგვიანებით ჩატარებულმა დეტალურმა სამედიცინო შემოწმებამ პირველადი მძიმე დიაგნოზი არ დაადასტურა, თუმცა მსახიობის თქმით, გადასაღებ მოედანზე მიღებული ეს სატელეფონო ზარი მის ცხოვრებაში ერთ-ერთ ყველაზე მძიმე და სტრესულ მომენტად დარჩა.
მიუხედავად პანიკისა და შოკისა, მან მოახერხა ცივი გონების შენარჩუნება, რადგან წინ რთული სცენა ელოდა, სადაც მის პერსონაჟს — კაბარეს არტისტს, ათობით ჯარისკაცის წინაშე უნდა ემღერა. რამდენიმესაათიანი მძიმე მოლოდინის შემდეგ, მეორე დღეს საბოლოო დიაგნოზი ცნობილი გახდა და აღმოჩნდა, რომ ეს მხოლოდ „ცრუ განგაში“ იყო.
„მსგავსი შემთხვევები ჩემს ცხოვრებაში ადრეც ყოფილა, თუმცა შოკი ყოველ ჯერზე ერთნაირია. საბედნიეროდ, ახლა ყველაფერი რიგზეა, მაგრამ მე ძალიან ვფრთხილობ — არ ვსვამ, არ ვეწევი და არც წვეულებებზე დავდივარ, რადგან ჯანმრთელობის გარეშე არაფერი გაგვაჩნია“, — აღნიშნა 52 წლის მსახიობმა.
ცნობისთვის, მუსიკალური დრამა La Bola Negra, რომელიც ესპანეთისთვის სამ საკვანძო ეპოქაში (1932, 1937 და 2017 წლებში) ვითარდება, საფრანგეთის კინოთეატრებში მიმდინარე წლის 16 დეკემბრიდან გამოვა.