რუსულმა ბანკებმა 2023 წელს რეკორდული მოგება მიიღეს, მიუხედავად დასავლეთის მიერ სანქციებით რუსეთის ეკონომიკის იზოლაციის მცდელობისა. იუწყება გამოცემა Financial Times.
გამოცემა რუსეთის ცენტრალური ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს ეყრდნობა.
როგორც Financial Times-ი წერს, ეს შედეგები აჩვენებს, რომ სანქციებმა რუსეთის ეკონომიკა ვერ დააზარალა.
სტატიის ავტორები აღნიშნავენ, რომ უკრაინაში ომის გაჩაღების გამო, რუსეთის ფინანსური სისტემის დასჯის მიუხედავად, რუსულმა ბანკებმა გასულ წელს 3.3 ტრილიონი რუბლის მოგება ნახეს, რაც 37 მილიარდი დოლარია.
გამოცემის აზრით, რუსეთის ფინანსურის ინსტიტუტების მოგებას ხელი შეუწყო სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებული შეღავათიანი იპოთეკური სესხების მიმართ მაღალმა მოთხოვნამ. როგორც იუწყებიან, ასეთი სესხებით უამრავმა რუსეთის მოქალაქემ ისარგებლა. ამასთან, ბანკების მოგების ზრდაში წვლილი შეიტანა რუსეთიდან გასული დასავლური კომპანიების აქტივების შესყიდვის დაფინანსების ბუმმა.
Financial Times-ი წერს, რომ რეკორდული მოგება რუსეთის ეკონომიკის მედეგობის კიდევ ერთი ნიშანია, მიუხედავად აშშ-ის და ევროპის მცდელობებისა, დაემხოთ იგი სხვადასხვა სავაჭრო შეზღუდვითა და სანქციებით.