გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი იმედოვნებს, რომ ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი პეკინში ვიზიტის დროს ვლადიმირ პუტინზე ზეწოლას მოახდენს და უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულებისკენ მოუწოდებს. იუწყება Deutsche Welle.

"რა თქმა უნდა, ამ ვიზიტს იმედს ვუკავშირებთ, რომ პრეზიდენტი სი პრეზიდენტ პუტინს მოუწოდებს, შეწყვიტოს ომი უკრაინაში, რომლის მოგებაც მას არ შეუძლია", - აღნიშნა მერცმა.

გერმანიის კანცლერის თქმით, ამ ეტაპზე ის რუსეთსა და ჩინეთს შორის სტრატეგიულ ურთიერთობებში "ფუნდამენტურ ცვლილებებს" არ ელის.

19 მაისს ვლადიმირ პუტინი ჩინეთს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. კრემლის ინფორმაციით, რუსეთისა და ჩინეთის ლიდერები "ყოვლისმომცველი პარტნიორობისა და სტრატეგიული თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას", ასევე საერთაშორისო და რეგიონულ საკითხებს განიხილავენ.