აშშ უკრაინას დიდი რაოდენობით იარაღს მიაწვდის, თუ ამას ევროპელები დააფინანსებენ, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი X-ზე წერს.

"პრეზიდენტმა ტრამპმა დღეს მნიშვნელოვანი ინიციატივა წამოიწყო: აშშ უკრაინას დიდი რაოდენობით იარაღს მიაწვდის იმ შემთხვევაში, თუ ამას ევროპელები დააფინანსებენ.

ამ საკითხზე პრეზიდენტ ტრამპთან ბოლო დღეების განმავლობაში არაერთი დისკუსია გვქონდა. მე მას დავუდასტურე, რომ გერმანია ამ ინიციატივაში გადამწყვეტ როლს შეასრულებს.

ჩვენ ამას საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე ვაკეთებთ. ეს მნიშვნელოვნად დაეხმარება უკრაინას, რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო ტერორისგან თავის დასაცავად. მხოლოდ ამ გზით გაიზრდება ზეწოლა მოსკოვზე, რათა ბოლოს და ბოლოს დასხდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან. ამავდროულად, ეს აჩვენებს, რომ უსაფრთხოების სფეროში პარტნიორები ვართ და ერთსულოვნად ვმოქმედებთ.

ახლა დეტალების დაზუსტება სწრაფად უნდა მოხდეს, ამისთვის ჩვენს პარტნიორებთან მჭიდრო კონტაქტში ვართ", - წერს ფრიდრიხ მერცი.