ამის შესახებ ინფორმაციას ფინური მედია ავრცელებს.

ქარიშხალ „ჰანესიდან“ ორი დღის შემდეგ 30 000-მდე  ოჯახი კვლავ ელექტროენერგიის გარეშე რჩება.

გაზეთ „ჰუფვუდშტადსბლადეტის“ ცნობით, ფინეთის დასავლეთ სანაპირო ყველაზე მეტად დაზარალდა. ელექტროენერგიის გათიშვის ყველაზე სერიოზული მიზეზი ქარის მიერ დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზები იყო.

ვერტმფრენები აგრძელებენ ზარალის მასშტაბის შეფასებას, მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები, რაც რთული და მძიმე ამინდის პირობების გამო მეტ დროს მოითხოვს.

ერთ-ერთი დისტრიბუტორის თქმით, უარეს შემთხვევაში, მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენას შეიძლება რამდენიმე დღე დასჭირდეს.