ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ეგიდით, სტრასბურგში „რუსეთის დემოკრატიულ ძალების“ პლატფორმის პირველი სხდომა გაიმართა.
ინფორმაციას ამის შესახებ „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
შეხვედრა ავსტრიელმა პეტრა ბაირმა გახსნა, რომელმაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარეობა სულ რამდენიმე დღის წინ გადაიბარა.
ბაირმა აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციამ PACE 2022 წლის მარტში დატოვა, რაც მოსკოვის მხრიდან „პოლიტიკური განაცხადი“ იყო.
„პუტინის რეჟიმი არ მიეკუთვნება ევროპას, რომელიც აგებულია დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობისა და კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების პრინციპებზე.
რუსეთი ეს მხოლოდ რეჟიმი არაა, ქვეყნის შიგნით და გარეთ არის ხალხი, რომლებიც უარყოფენ ომს, რომლებიც გმობენ დანაშაულებს, რომელთაც მათი სახელით ჩადიან და რომლებსაც სურთ, რომ მათი ქვეყანა იყოს არა აგრესორი, არამედ პარტნიორი“, – აღნიშნა ბაირმა.
მისი თქმით, პლატფორმა უნდა გახდეს რუსეთის დემოკრატიული მომავლის ფუნდამენტი.
თარგმანი: პირველი არხი













