ევროპარლამენტში მოხვდა 24 წლის იუთუბერიც. კვიპროსში ამომრჩევლებმა იუთუბვარსკვლავი ფიდიას პანაიაიოტოუ დამოუკიდებელ დეპუტატად აირჩიეს.

თავისი ხუმრობებითა და კომედიური ვიდეორგოლებით ცნობილ ფიდიასს იუთუბზე 2,6 მილიონი გამომწერი ჰყავს.

მიუხედავად იმისა, რომ მას არ აქვს პოლიტიკური გამოცდილება და საკუთარ თავს „პროფესიონალს უწოდებს შეცდომების დაშვებაში“, მისმა კამპანიამ ახალგაზრდა ამომრჩევლების დიდი ნაწილის მხარდაჭერა მოიპოვა.

თარგმანი: პირველი არხი

შეგახსენებთ, ევროპული სააგენტოები ევროპარლამენტის არჩევნების შედეგების წინასწარ მონაცემებს აქვეყნებენ. ევროპარლამენტის არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, მემარჯვენე ცენტრისტული ევროპის სახალხო პარტია რჩება უდიდეს პოლიტიკურ ძალად და აძლიერებს თავის პოზიციას. ევროპარლამენტის ახალ შემადგენლობაში მას 720-იდან 184 ადგილი ექნება, 8-ით მეტი, ვიდრე 2019 წლის ევროპარლამენტში ჰქონდა.