ევროპული სააგენტოები ევროპარლამენტის არჩევნების შედეგების წინასწარ მონაცემებს აქვეყნებენ.
ევროპარლამენტის არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, მემარჯვენე ცენტრისტული ევროპის სახალხო პარტია რჩება უდიდეს პოლიტიკურ ძალად და აძლიერებს თავის პოზიციას. ევროპარლამენტის ახალ შემადგენლობაში მას 720-იდან 184 ადგილი ექნება, 8-ით მეტი, ვიდრე 2019 წლის ევროპარლამენტში ჰქონდა.
ასევე უფრო მეტი დეპუტატები ეყოლებათ მემარჯვენე კონსერვატორებს და მემარჯვენე პოპულისტ ევროსკეპტიკოსებს, ხოლო სოციალ-დემოკრატებს, მემარცხენეებს და მწვანეებს კი პირიქით - უფრო ნაკლები დეპუატატები ეყოლებათ.
როგორც ჩანს, ცენტრისტული კოალიცია, რომელიც ამჟამად აყალიბებს ევროკომისიას, უმრავლესობას შეინარჩუნებს, თუმცა ის ნაკლებად ძლიერი იქნება, ვიდრე 2019-2024 წლებში იყო. ყველაზე ძლიერი პოლიტიკური პარტიის კანდიდატი ევროკომისიის ხელმძღვანელის პოსტზე ისევ ურსულა ფონ დერ ლაიენია.
თბილისის დროით 05:20 საათისთვის არსებული მონაცემების თანახმად მანდატები ასეა გადანაწილებული
EPP - ევროპის სახალხო პარტია
S&D - სოციალისტების და დემოკრატების პროგრესული ალიანსი
RENEW - განახლებული ევროპა
ECR - ევროპელი კონსერვატორები და რეფორმისტები
ID - იდენტობა და დემოკრატია
GREENS/FFA - მწვანეები/ევროპული თავისუფალი ალიანსი
NA - მიუმხრობლები
THE LEFT - მემარცხენეები
OTHERS - სხვები