როგორც ევროპარლამენტის მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია აღნიშნული, კოსოვოსთან უვიზო მიმოსვლა მას შემდეგ შევა ძალაში, რაც ამოქმედდება ევროკავშირის მოგზაურობის საინფორმაციო და ავტორიზაციის სისტემა ETIAS-ი, არაუგვიანეს 2024 წლიდან.
კოსოვოს მოქალაქეები ევროკავშირში 180-დღიან პერიოდში 90 დღით შეძლებენ უვიზოდ მოგზაურობას. მას შემდეგ, რაც კოსოვოსთან ვიზალიბერალიზაცია ამოქმედდება, დასავლეთ ბალკანეთის მთელი რეგიონი შენგენის ზონასთან ერთნაირი სავიზო რეგულაციებით იხელმძღვანელებს.
რეგულაციას დღეს ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა და ევროპული საბჭოს თავმჯდომარე შვედეთის წარმომადგენელი მოაწერენ ხელს.