საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ევროკავშირში მგზავრობის მსურველთა საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს.
ევროკავშირში მგზავრობის მსურველთა საყურადღებოდ: 2024 წლიდან, ევროპაში უვიზო მიმოსვლით მოსარგებლე 59 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის, სავალდებულო გახდება მგზავრობის წინასწარი დასტურის (ავტორიზაციის) მიღება ,,ინფორმაციისა და ავტორიზაციის სისტემიდან“ (ETIAS). მგზავრობის დასტური ევროკავშირის მიერ შემოღებული ახალი მოთხოვნაა შენგენის 27 ქვეყანაში, ბულგარეთში, რუმინეთსა და კვიპროსში შესასვლელად.
გაითვალისწინეთ: ETIAS არ არის ვიზა! უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ძალაში რჩება საქართველოს მოქალაქეების მოკლევადიანი ვიზიტებისთვის ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებში.
უფრთხილდით თაღლითებს! ETIAS-ის ერთადერთი ოფიციალური ვებგვერდი არის: http://www.europa.eu/etiasETIAS-ის სისტემა ჯერ არ ფუნქციონირებს. მისი ამოქმედების შემდეგ, განაცხადის ფორმა ხელმისაწვდომი იქნება ოფიციალურ ვებგვერდზე.
დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ: https://europa.eu/!FnfNwM***
Note to travellers to the European Union: From 2024, nationals of all 59 countries across the world that enjoy visa-free travel to the EU, including Georgia, will be required to obtain ETIAS (European Travel Information and Authorisation System) travel authorisation - a new requirement introduced by the European Union, to enter any of the 27 Schengen countries, Bulgaria, Romania, or Cyprus.NB: ETIAS is NOT a visa. The visa-free regime for short visits to the EU and the Schengen countries remains enforced for Georgian citizens. Beware of scammers! There is only one official ETIAS website: http://www.europa.eu/etiasETIAS is not yet operational. Stay tuned: The application form will be made available on the above official website once the system is launched. For details, visit: https://europa.eu/!mRNmhV