ომანის სალალას პორტში საწვავის ავზები დრონებით დაბომბეს. 

ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

„უსაფრთხოების წყარომ განაცხადა, რომ რამდენიმე დრონი ჩამოაგდეს, ხოლო სხვებმა სალალას პორტში საწვავის ავზებს დაარტყეს“, – განაცხადა ომანის საინფორმაციო სააგენტომ.

მედიის ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის.

პარალელურად, კერძო საზღვაო უსაფრთხოების კომპანია Vanguard Tech-მა პორტის ფუნქციონირების შეჩერების შესახებ განაცხადა მის სამხრეთ მონაკვეთზე თავდასხმის შემდეგ.