უეფას ჩემპიონთა ლიგაზე მერვედფინალის პირველი შეხვედრები დასრულდა
პარიზში „პარი სენ-ჟერმენის“ და „ჩელსის“ შეხვედრაში 74-ე წუთამდე ანგარიში 2:2 იყო, მაგრამ შეხვედრის მეორე ნახევრის 62-ე წუთზე დეზირე დუეს ნაცვლად შესულმა ხვიჩა კვარაცხელიამ (Flashscore - 8,4) სტუმრების კარში გატანილი ორი გოლით და საგოლე გადაცემით მასპინძლებს გაამარჯვებინა.
ხვიჩა კვარაცხელია მატჩის საუკეთესო მოთამაშე იყო.
„პარი სენ-ჟერმენი“ - „ჩელის“ 5:2(2:1)
გოლები: 10; ბრედლი ბარკოლა 1:0, 28' მალო გუსტო 1:1, 40' უსმან დემბელე 2:1, 57' ენცო ფერნანდესი 2:2, 74' ვიტინია (ხვიჩა კვარაცხელია) 3:2, 86' ხვიჩა კვარაცხელია 4:2, 90+4' ხვიჩა კვარაცხელია 5:2
„არსენალი“ ახლოს იყო მიმდინარე გათამაშებაში პირველ მარცხთან, თუმცა, 89-ე წუთზე ანგარიშის გათანაბრება შეძლო.
„ბაიერი“ - „არსენალი“ 1:1(0:0)
გოლები: 46' რობერტ ანდრიხი 1:0, 89' კაი ჰავერცი, თერთმეტმეტრიანიდან 1:1
მადრიდში „რეალმა“ ფედერიკო ვალვერდეს ჰეთ-ტრიკით „მანჩესტერ სიტი“ დაამარცხა.
„რეალი“ - „მანჩესტერ სიტი“ 3:0(3:"0)
გოლები: 20' 27' 42' ფედერიკო ვალვერდე
58-ე წუთზე ვინისიუსის დარტყმული თერთმეტმეტრიანი სტუმართა მეკარე ჯანლუიჯი დონარუმამ მოიგერია.
წარმატებულ გამოსვლას აგრძელებს „ბოდო გლიმტი“. ნორვეგიელებმა ამჯერად „სპორტინგი“ დაამარცხეს.
„ბოდო გლიმტი“ - „სპორტინგი“ 3:0(2:0)
გოლები: 32' სონდრე ფეტი, თერთმეტმეტრიანიდან 1:0, 45+1' ოლე ბლომბერგი 2:0, 71' კასპერ ჰოგი 3:0
ამ წყველთა განმეორებითი შეხვედრები 18 მარტს გაიმართება.




