საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თბილისის მიმართულებით დაინიშნა დამატებითი სპეციალური რეისი ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად.
🇴🇲სპეციალური რეისი განხორციელდება მასკატიდან (ომანის სასულთნო) - თბილისის (საქართველო) მიმართულებით 7 მარტს, 23:00 საათზე.
🇬🇪საქართველოს მოქალაქეებმა უნდა მიმართონ საქართველოს შესაბამის საელჩოებს:
📞საქართველოს საელჩო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში (აბუ-დაბი):
* ცხელი ხაზი (24/7): +971 54 2324 335
* ტელეფონი: +971 2 553 36 83
* 📧 ელ-ფოსტა: abudhabi.con@mfa.gov.ge
📞საქართველოს საელჩო კატარის სახელმწიფოში (დოჰა):
* ცხელი ხაზი (24/7): +974 52 098 071
* ტელეფონი: +974 44 739 499
* 📧 ელ-ფოსტა: doha.emb@mfa.gov.ge - ნათქვამია საგარეო უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში.









