ამის შესახებ ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-ჩელსის თამაშის დასრულების შემდეგ განაცხადა:
"ბედნიერი ვარ, რომ გუნდის დახმარება შევძელი. კიდევ უფრო ბედნიერი ვარ, რომ ჩელსის მოვუგეთ, რადგან ისინი ძალიან ძლიერები არიან, ამ შეხვედრით კმაყოფილი ვარ, ამ შეხვედრით კმაყოფილი ვარ. ბევრი ფიქრობდა, რომ პსჟ ამ დონემდე დაბრუნებას ვერ შეძლებდა, მაგრამ ჩვენ მაინც პსჟ ვართ. ვფიქრობ, ჩვენ დღეს დავამტკიცეთ, რომ ყველაფრის გაკეთება შეგვიძლია. უბრალოდ ასე უნდა გავაგრძელოთ. ორი გოლი გავუშვით და ვფიქრობ ეს უნდა გავაანალიზოთ, მაგრამ ბედნიერები ვართ, რომ 3 გოლით მეტი გავიტანეთ. წინ კიდევ მნიშვნელოვანი თამაში გვაქვს", - განაცხადა კვარაცხელიამ.




