ევროკავშირის მაღალჩინოსნის მძაფრმა კრიტიკამ ავსტრიის რუსულ გაზზე დამოკიდებულებისადმი დიპლომატიურ დაძაბულობა გამოიწვია.

ავსტრიაში ევროპული კომისიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა მარტინ ზელმაირმა ავსტრიის მიერ აგრესორი რუსეთისთვის გაზზე გადახდებს „სისხლიანი ფული“ უწოდა. ავსტრიის საგარეო საქმეთა წარმომადგენლის თქმით, ევროკავშირის დიპლომატს სამინისტროში დაიბარებენ.  

უკრაინაზე რუსული თავდასხმის დაწყებისას ავსტრიამ თავისი გაზის იმპორტის 79 პროცენტს იღებდა რუსეთიდან. გასული წლის ოქტომბრისთვის ეს წილი 17 პროცენტამდე დაეცა, თუმცა, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში კვლავ მნიშვნელოვნად გაიზარდა და ივლისში, კლიმატის დაცვის სამინისტროს მონაცემებით, 66 პროცენტი იყო.

ოთხშაბათს საღამოს, ვენაში გამართულ სადისკუსიო ღონისძიებაზე, ზელმაირმა გააკრიტიკა ავსტრია რუსეთის ომის ამგვარად დაფინანსებისა და ამის საწინააღმდეგო პროტესტის არქონის გამო. „მე ეს მიკვირს, რადგან გაზზე ანგარიშებთან ერთად სისხლიანი ფული რუსეთში ყოველდღიურად იგზავნება“, - განაცხადა ზელმაირმა.

მისი თქმით, ავსტრიას, როგორც მდიდარ ქვეყანას, შეეძლო სხვა ქვეყნების მსგავსად ეთქვა უარი რუსულ გაზზე.  

ავსტრიის ევროპულ საქმეთა მინისტრმა მინისტრმა კაროლინა ედტშტადლერმა დღეს  კრიტიკას უწოდა "სრულიად ცალმხრივი" და აღნიშნა ავსტრიის ძალისხმევა, მიმართული რუსულ გაზზე დამოკიდებულების შეწყვეტისაკენ.

იმ დროს, როდესაც ავსტრიამ შესამჩნევად შეამცირა დამოკიდებულება რუსულ გაზზე და მიიღო მნიშვნელოვანი ზომები მოსახლეობისთვის მიწოდების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ევროკავშირმა 40%-ით გაზარდა რუსული თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტი, - განაცხადა ედტშტადლერმა.

მთავრობა 2027 წლისთვის რუსული გაზის შეწყვეტას გეგმავს. კლიმატის დაცვის სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, კანონი შესაბამისად შეიცვალა. მაგრამ გაზის მიმწოდებლებმა ასევე უნდა შეასრულონ მნიშვნელოვანი როლი  მნიშვნელოვანი როლი ავსტრიის არარუსულ იმპორტზე გადასვლაში.

ავსტრიული პრესის ინფორმაციით, ავსტრიელმა სახალხო პარტიის გენერალურმა მდივანმა ევროკომისიას ზელმაირის დაუყოვნებლივ გაწვევა მოსთხოვა. 

პორტალი kleinezeitung წერს, რომ ევროკომისია დისტანცირდა წარმომადგენლობის ხელმძღვანელის „სამწუხარო და შეუსაბამო განცხადებებისგან" და ზელმაირს  სთხოვა დაუყოვნებლივ აცნობოს ბრიუსელს ინციდენტის შესახებ.