ევროკავშირში ადასტურებენ, რომ მოლდოვისთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარება გაორმაგდება, რაც ჯამში 295 მილიონ ევროს შეადგენს. 

ევროკავშირის ხელმძღვანელი ქვეყნის, შვედეთის ფინანსთა მინისტრის განცხადებით, მოლდაველ ხალხს შეუძლია "ევროკავშირის ნდობა ჰქონდეს."

"ჩვენ გავაგრძელებთ მოლდოვის დახმარებას. არსებული გარემოებების გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მივიჩნიეთ, რომ მოლდოვისთვის გამოყოფილი დახმარება გაგვეორმაგებინა."- განაცხადა ელიზაბეტ სვანტსონმა, შვედეთის ფინანსთა მინისტრმა.

გარდა ამისა, პირველ ივნისს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლები - ჯოზეფ ბორელი და ურსულა ფონ დერ ლაიენი კიშინიოვში გაემგზავრებიან, სადაც სპეციალურ სამიტში მიიღებენ მონაწილეობას.

მოლდოვაში გამგზავრებამდე ევროკავშირის სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელები პრეზიდენტ მაია სანდუსა და მისი მთავრობის წევრებს შეხვდებიან.

ხაზგასასმელია ისიც, რომ რამდენიმე დღის წინ, მოლდოვის დედაქალაქში პროევროპული მარში გაიმართა, სადაც მონაწილეობა ათასობით ადამიანმა მიიღო. ამ ღონისძიებას ძალიან აქტიური და პოზიტიური გამოხმაურება ჰქონდა ევროპის სხვადასხვა დედაქალაქში.