წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელსაც მერის მოადგილე გია კვასტიანი ესწრებოდა.
შეხვედრაზე განიხილეს მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები. მერმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სამუშაოების დროულ და ხარისხიან შესრულებაზე.
სამუშაო შეხვედრაზე ასევე გაიცა დავალებები ცენტრალურ პარკსა და ქალაქის ტერიტორიაზე საგზაო ნიშნების განთავსების, სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარებასთან დაკავშირებული ნებართვების გაცემისა და სოფელ ხომულში თამარის ციხის, როგორც ერთ-ერთი ტურისტული ლოკაციის, განვითარების საკითხებთან დაკავშირებით.
მერმა მოისმინა ინფორმაცია სოციალური პროგრამების განხორციელებისა და მიმდინარე კვირაში დაგეგმილი კულტურული ღონისძიებების შესახებ.
შეხვედრაზე იმსჯელეს სამუშაო პროცესში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე.
ინფორმაციას წყალტუბოს მერის პრესსამსახური ავრცელებს.








