მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარის, იგორ გროსუს თქმით, პრეზიდენტ მაია სანდუსთან და მთავრობასთან კონსულტაციების შემდეგ, პარლამენტი დსთ-დან გამოსვლის პროცედურას წამოიწყებს.

"30 წლის შემდეგ გამოაშკარავდა, რომ მოლდოვის დსთ-ში ყოფნა რუსული ჯარის ჩვენი ტერიტორიიდან გაყვანაში ან დნესტრისპირეთის კონფლიქტის გადაწყვეტაში არ დაგვხმარებია", - განაცხადა მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, გამოსვლის პროცედურა პარლამენტის მომდევნო სხდომაზე დაიწყება და მის დასრულებას რამდენიმე კვირა დასჭირდება.