ევროკავშირმა აშშ-ის წინააღმდეგ ტარიფების დაწესება 90 დღით შეაჩერა. შესაბამისი განცხადება სოციალური ქსელით ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა გაავრცელა.

"ჩვენ მხედველობაში მივიღეთ პრეზიდენტ ტრამპის განცხადება. გვსურს, მოლაპარაკებებს მივცეთ შანსი. ევროკავშირის კონტრზომების პაკეტზე მუშაობის პარალელურად, რომელმაც ძლიერი მხარდაჭერა მიიღო ჩვენი წევრი ქვეყნებისგან, ჩვენ მათ 90 დღით შევაჩერებთ. მოლაპარაკებები თუ არ იქნება დამაკმაყოფილებელი, ჩვენი კონტრზომები ძალაში შევა. როგორც უკვე ვთქვი, მაგიდაზე ყველა ვარიანტი რჩება", – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.