ევროკავშირმა პირველად უპასუხა ტრამპის ადმინისტრაციის მიერ შემოღებულ სავაჭრო ტარიფებს და ამერიკული პროდუქციის ნაწილზე 20%-იანი ბაჟი დააწესა. ეს არის პასუხი ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გასულ თვეში ევროპულ ფოლადსა და ალუმინზე დაწესებულ ტარიფებზე.

ეკონომისტების შეფასებით, ეს ევროპის მხრიდან ზომიერი პასუხია და აჩვენებს ბრიუსელის განწყობას, რომ შექმნილი ვითარებიდან მოლაპარაკებების საუკეთესო გამოსავლად მიაჩნიათ. 

ჯერჯერობით არ არსებობს ოფიციალური ჩამონათვალი პროდუქციისა, რომელსაც გაზრდილი ბაჟი შეეხება, თუმცა Washington Post-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტის მიხედვით საუბარია: სოიოზე, ფოლადზე, ხორცზე, ტექსტილებზე, თამბაქოსა და ნაყინზე.

ღია წყაროების მიხედვით, ჯამურად საუბარია 28 მილიარდი ევროს ამერიკულ პროდუქციაზე, რომელზედაც ახალი ტარიფები მომდევნო კვირიდან ამოქმედდება. 

ექსპერტების შეფასებით, გაზრდილი ევროპული ტარიფები არ შეეხება ამერიკული წარმოების ბურბონს - მიზეზი კი ვაშინგტონის საპასუხო ტარიფების შიშია, რომელიც მძიმედ დაარტყამს ფრანგულ და იტალიელ ალკოჰოლის მწარმოებლებს.