ესპანეთის ჯარები "არასდროს" მიიღებენ მონაწილეობას უკრაინის ომში, - ამის შესახებ ესპანეთის თავდაცვის მინისტრმა მარგარიტა რობლესმა გაზეთ La Vanguardia-სთან ინტერვიუში განაცხადა.

"ეს აბსოლუტურად შეუძლებელი სცენარია. ესპანელი ჯარისკაცები მხოლოდ NATO-ს რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში ჩაერევიან. არასოდეს, არასოდეს, NATO-ს არც ერთი ჯარისკაცი მიიღებს მონაწილეობას უკრაინის ომში და ესპანეთი ერთ-ერთი მათგანია. არასოდეს, არასდროს“, - განაცხადა მან NATO-ს ხელშეკრულების დებულებაზე, რომლის მიხედვითაც, ალიანსის წევრი ქვეყანა ომში მხოლოდ მაშინ ერევა, როცა NATO-ს სხვა წევრ ქვეყანას თავს დაესხმებიან.