საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დიალოგის გაგრძელებას აანონსებს. ამის შესახებ მან ფრანგულ მედიას განუცხადა.

რესპუბლიკის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ რუსეთი ჯერ არ არის მზად უკრაინის წინააღმდეგ ომის დასასრულებლად, თუმცა ის კრემლთან კონტაქტის განახლებისთვის ემზადება.