აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 20 ნოემბერს ჟურნალისტებთან საუბრისას საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებას უპასუხა, სადაც მაკრონი ამბობდა, რომ ის ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ინიციირებულ "მშვიდობის საბჭოს" არ შეუერთდება.

აშშ-ს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მას მაკრონის საბჭოში ხილვა ისედაც არ სურს, ვინაიდან ის მალე პრეზიდენტი აღარ იქნება.

"თუ ის მტრულად განწყობილი იქნება, მაშინ ჩვენ ფრანგულ ღვინოსა და შამპანურს 200%-იან ტარიფებს დავადებთ და ამის შემდეგ ის მაინც შემოვა "მშვიდობის საბჭოში" – თქვა ტრამპმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად.

ცნობისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სავაჭრო სტრატეგია გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ევროპას "ვასალიზაციისა და სისხლიანი პოლიტიკის" თავიდან ასაცილებლად მეტი სუვერენიტეტის განვითარება სჭირდება.

მაკრონმა გააკრიტიკა აშშ-ს მხრიდან კონკურენცია "სავაჭრო შეთანხმებების მეშვეობით, რომლებიც ძირს უთხრის ევროპის საექსპორტო ინტერესებს, მოითხოვს მაქსიმალურ დათმობებს და ღიად ისახავს მიზნად ევროპის დასუსტებასა და დამორჩილებას", თუმცა, მისივე თქმით, ევროპას წინააღმდეგობის გასაწევად ძლიერი ინსტრუმენტები გააჩნია.