უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ეკა ზღულაძემ აღიარა, რომ საპატრულო პოლიცია მას უკვე ცოტა აღიზიანებს. აღნიშნულის შესახებ, მან შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროს ერთობლივ სხდომაზე განაცხადა, - წერს 112 Украина.

"ფლაგმანები, ისეთი ლამაზიც კი, როგორიც საპატრულო პოლიციაა (იგი მე უკვე ცოტა მაღიზიანებს), განადგურდება. როდესაც ჩვენ საპატრულო პოლიციის პროექტისათვის გვაქებენ, მე არ მიხარია, მე ვნერვიულობ, ასევე ნერვიულობენ ჩვეულებრივი უკრაინელები. ჩვენ ვერ გვექნება რეფორმების პატარა კუნძულები. საპატრულო პილიცია კი - ეს პატარა კუნძულია. თუ ეს პატარ კუნძულები ინტრიგის ოკეანესა და კორუფციის გარემოცვაში დარჩება, ჩაიძირება. ჩვენ ეს პატარ კუნძულები კონტინენტებად უნდა ვაქციოთ , - აღნიშნავს ეკა ზღულაძე.

მას ეთანხმება ნაციონალური პოლიციის ხელმძღვანელი ხატია დეკანოიძეც.

"ეკამ თქვა, რომ საპატრულო პოლიცია ჩვენ უკვე გვაღიზიანებს, რადგან, კი, ბევრი პიარია, ბევრი კარგი რამ ხდება, ახალგაზრდები - მათ მხარდაჭერა სჭირდებათ. ახლა საქმე ეხება არამხოლოდ პატრულს, არამედ მთელს ნაციონალურ პოლიციას და საზოგადოებამ მის გარშემო უნდა მაოხდინოს კონსოლიდაცია, რადგან პოლიცია, ეს - ქვეყნის შიდა უსაფრთხოების ქვაკუთხედია", - აღნიშნავს დეკანოიძე.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა განაცხადა, რომ კიევში განხორციელებული დევნისას, რომელსაც 17 წლის მოზარდი ემსხვერპლა, პოლიციის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას გამართლებულად მიიჩნევს.