გერმანული გამოცემა DW-სთვის მიცემულ ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ იგი მზადაა, პირადად შეხვდეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს. აღნიშნული შეხვედრა შესაძლებელია გაიმართოს "დიდი ოცეულის" (G20) სამიტის ფარგლებში, რომელიც დეკემბერში მაიამიშია დაგეგმილი, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის ლიდერი ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს.
როგორც ზელენსკიმ გერმანულ მედიასთან საუბრისას აღნიშნა:
"დიახ, რა თქმა უნდა. ჩვენ უნდა ჩამოვიდეთ. ჩვენ უნდა შევხვდეთ, ვისაუბროთ და მივიღოთ გადაწყვეტილებები. საქმე სიტყვებს არ ეხება. მნიშვნელობა არ აქვს, რას ვეტყვი მას ან რისი თქმა მსურს მისთვის მე. მნიშვნელოვანია მხოლოდ შედეგი. სულ ეს არის".
უკრაინის ლიდერსა და ვლადიმერ პუტინს შორის პირადი შეხვედრა არ ყოფილა მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. კრემლის მხრიდან ჯერჯერობით არ არის პასუხი იმის შესახებ, მიიღებს თუ არა პუტინი მაიამის სამიტში მონაწილეობას, მით უმეტეს, რომ რუსეთის პრეზიდენტს G20-ის სამიტებში პირადი მონაწილეობა 2019 წლის შემდეგ არ მიუღია.




