საქართველოში 26 ოქტომბერს გამართულ არჩევნებს გერმანული გამოცემა DW ეხმიანება.
"კენჭისყრის შედეგმა შესაძლოა, გადაწყვიტოს, მიისწრაფვის ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, თუ შეინარჩუნებს მჭიდრო კავშირს რუსეთთან".
როგორც DW იუწყება, "საქართველოს ოპოზიცია ეჭვქვეშ აყენებს შაბათის არჩევნების შედეგებს მას შემდეგ, რაც ოფიციალური წინასწარი შედეგების თანახმად, მმართველი პარტია "ქართული ოცნება" ლიდერობს".
"ბევრი ქართველი აღიქვამდა კენჭისყრას, როგორც რეფერენდუმს ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობის შესახებ. პირველადი მონაცემებით, აქტივობა ყველაზე მაღალია მას შემდეგ, რაც მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ პირველად 2012 წელს აირჩიეს", – წერს გამოცემა.








