მოსკოვში, ვნუკოვოს, დომოდედოვოს, შერემეტიევოს და ჟუკოვსკის აეროპორტებმა უსაფრთხოებიდან გამომდინარე ფრენები შეაჩერა. ამის შესახებ „როსავიაციაში“ განაცხადეს. იუწყება BBC-ის რუსული ბიურო.

გასულ ღამეს „ექსპოცენტრის“ ტერიტორიაზე დრონი ჩამოვარდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, უკრაინა მოსკოვს უპილოტო საფრენი აპარატებით დაესხა თავს,

„უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ცდილობდა თავდასხმას მოსკოვში მდებარე ობიექტებზე, თუმცა საჰაერო თავდაცვის სისტემამ თავდასხმა მოიგერია და უპილოტო საფრენი აპარატი დედაქალაქის კრასნოპრენსკაიას სანაპიროსთან ჩამოვარდა“, – ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.