სირიის საჰაერო სივრცეში რუსულმა ავიაგამანადგურებელმა ამერიკული უპილოტო თვითმფრინავი დააზიანა. 

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, უპილოტო აპარატი "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ კონტრტერორისტულ მისიას ასრულებდა, რა დროსაც მას რუსული სამხედრო თვითმფრინავი მიუახლოვდა და აპარატის თავზე საჰაერო ინფრაწითელი პიროტექნიკური შემადგენლობის ნივთიერება გაუშვა. თვითმფრინავებს შორის მანძილი სულ რამდენიმე მეტრი იყო. დაზიანდა ამერიკული აპარატის პროპელერი.

დრონმა ფრენის გაგრძელება შეძლო და ბაზაზე უსაფრთხოდ დაბრუნდა.

აშშ-მა მოუწოდა რუსეთის ძალებს სირიაში, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ უგუნური, არაპროვოცირებული და არაპროფესიონალური ქმედებები. ანალოგიური შემთხვევა მიმდინარე თვეში უკვე მეოთხედ მოხდა.