აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფლორიდის შტატიდან რესპუბლიკელი სენატორი მარკო რუბიო სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე წარადგინა.
"რუბიო იქნება ჩვენი ქვეყნის ძლიერი დამცველი, ჩვენი მოკავშირეების ნამდვილი მეგობარი და უშიშარი მებრძოლი, რომელიც არასდროს დაიხევს უკან ჩვენს მეტოქეებთან", – აცხადებს ტრამპი.
თავის მხრივ, რუბიომ აღნიშნა, რომ მისთვის პატივია პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან გამოცხადებული ნდობა, და რომ იგი ყოველდღიურად იმუშავებს ტრამპის საგარეო პოლიტიკის პროგრამის განსახორციელებლად.
"ტრამპის ლიდერობის პირობებში ჩვენ მოვიტანთ მშვიდობას სიძლიერით და ამერიკელების და ამერიკის ინტერესებს ყოველთვის ყველაფერზე წინ დავაყენებთ", – აცხადებს რუბიო.
რუბიოს კანდიდატურის დამტკიცებას სენატის თანხმობა დასჭირდება.
მარკო რუბიო ჩინეთისა და ირანისადმი მკაცრი პოზიციითაა ცნობილი.