აშშ მოლდოვას 25 %-იან ტარიფებს უწესებს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუსთვის გაგზავნილ წერილშია აღნიშნული, რომელიც ტრამპმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

როგორც ტრამპი წერილში აღნიშნავს, ისინი წლები განიხილავდნენ მოლდოვასთან სავაჭრო ურთიერთობებს და დაასკვნეს, რომ უნდა შეწყვიტონ ეს სავაჭრო დეფიციტი, რომელიც გამოწვეულია მოლდოვის სატარიფო და არასატარიფო პოლიტიკით და სავაჭრო ბარიერებით.

„2025 წლის პირველი აგვისტოდან ჩვენ მოლდოვას დავუწესებთ მხოლოდ 25%-იან ტარიფს შეერთებულ შტატებში გაგზავნილ ყველა მოლდოვურ პროდუქტზე, სექტორული ტარიფებისგან განცალკევებით. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ 25%-იანი მაჩვენებელი ბევრად ნაკლებია იმაზე, რაც საჭიროა თქვენს ქვეყანასთან არსებული სავაჭრო დეფიციტის აღმოსაფხვრელად. როგორც თქვენთვის ცნობილია, ტარიფი არ იქნება, თუ მოლდოვა ან თქვენი ქვეყნის კომპანიები გადაწყვეტენ შეერთებულ შტატებში პროდუქტის წარმოებას ან აწყობას. რაიმე მიზეზით თუ  გადაწყვეტთ ტარიფების გაზრდას, მაშინ, რა რიცხვსაც აირჩევთ მათ გასაზრდელად, დაემატება იმ 25%-ს, რასაც ჩვენ ვაწესებთ“, – აღნიშნულია წერილში.