აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მ შესაძლოა 5 000 ამერიკელი სამხედრო გერმანიიდან პოლონეთში გადაიყვანოს, მას შემდეგ რაც აშშ-მ საკუთარი ძალებს გერმანიიდან გაყვანა გადაწყვიტა.
8 მაისს ჟურნალისტების კითხვებზე პასუხისას ტრამპმა განაცხადა, რომ ასეთი ნაბიჯი "შესაძლებელია", და მიზეზად პოლონეთის ხელმძღვანელობასთან ძლიერი ურთიერთობები დაასახელა.
"პოლონეთს ეს სურს. ჩვენ პოლონეთთან შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს. პრეზიდენტთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. შესანიშნავი მებრძოლია, ძალიან კარგი ადამიანია, ძალიან მომწონს, ამიტომ ეს შესაძლებელია" - თქვა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტის ეს კომენტარები გაკეთდა ერთი კვირის შემდეგ, რაც აშშ-ს ომის დეპარტამენტმა 1 მაისს განაცხადა, რომ შეერთებული შტატები გერმანიიდან დაახლოებით 5 000 სამხედროს გაიყვანს.








