აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა და 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა ინტერვიუში განაცხადა, რომ ნოემბრის არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში, მას არ ჰგონია, რომ 2028 წლის არჩევნებში კენჭს კიდევ ერთხელ იყრის.
ამერიკელი ჟურნალისტის, შერილ ატკინსონის კითხვაზე, აპირებს თუ არა იგი კვლავ კენჭისყრას თუკი 2024 წლის არჩევნები მისთვის წარუმატებელი იქნება, ტრამპმა უპასუხა: "არა, არა მგონია. ვფიქრობ... ეს ბოლო იქნება. ამას საერთოდ ვერ ვხედავ".
"იმედია, ჩვენ წარმატებას მივაღწევთ". - დაამატა ტრამპმა.