კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობის საქმეზე დაკავებულის სავარაუდო უკრაინულმა კავშირმა აჩვენა, რომ "ცეცხლთან თამაშს" შედეგები მოჰყვება.
"რა თქმა უნდა, ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ინფორმაციას, რომელიც აშშ-დან მოდის და ვხედავთ, რამდენად დაძაბულია სიტუაცია, მათ შორის, პოლიტიკურ კონკურენტებს შორის. პოლიტიკური ბრძოლა მწვავდება და სხვადასხვა მეთოდი გამოიყენება. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით, მაგრამ არასოდეს ჩავრეულვართ და არც ჩავერევით აშშ-ს არჩევნებში" - თქვა პესკოვმა.
პესკოვის შეფასებით, ტრამპის მკვლელობის მცველობაში ეჭვმიტანილი რაიან რუთის კავშირები უკრაინასთან აშშ-ს დაზვერვის სამსახურის "თავის ტკივილი" უნდა იყოს და არა კრემლის.