აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ გრენლანდიასთან დაკავშირებულ შეთანხმებას საფუძველი უკვე ჩაეყარა და, შესაბამისად, უარს ამბობს ევროპის ქვეყნებისთვის ახალი ტარიფების დაწესებაზე, რომელიც პირველი თებერვლიდან უნდა ამოქმედებულიყო.
"NATO-ის გენერალურ მდივან მარკ რუტესთან ძალიან პროდუქტიული შეხვედრის შემდეგ, ჩვენ ჩავუყარეთ საფუძველი გრენლანდიასთან და, ფაქტობრივად, მთელ არქტიკულ რეგიონთან დაკავშირებულ სამომავლო შეთანხმებას... ეს გადაწყვეტილება, თუ ის განხორციელდება, ძალიან სასარგებლო იქნება ამერიკის შეერთებული შტატებისა და NATO-ის ყველა წევრი ქვეყნისთვის. ამ შეთანხმების გათვალისწინებით, მე უარს ვამბობ ტარიფებზე, რომლებიც პირველი თებერვლიდან უნდა ამოქმედებულიყო", - წერს აშშ-ის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.








