აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების გამო, მალე ხალხს გაასამართლებენ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.

ტრამპს არ დაუკონკრეტებია, თუ ვინ დაექვემდებარება სისხლის სამართლებრივ დევნას.

„ეს გაყალბებული არჩევნები იყო. ახლა ყველამ იცის ეს. მათ გაიგეს. მალე ადამიანები პასუხისგებაში მიეცემიან იმის გამო, რაც გააკეთეს. ეს ალბათ ახალი ამბავია, მაგრამ ასეც უნდა იყოს. ეს გაყალბებული არჩევნებია“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

თარგმანი: პირველი არხი